ევროკომისია

ევროკომისია
მოიაზრება როგორც ევროკავშირის საჯარო სამსახური, თუმცა წლების განმავლობაში მან აჩვენა, რომ მისი როლი ევროკავშირის განვითარებაში ძალიან დიდია. ევროკომისია მიიჩნევა ევროკავშირის ინტეგრაციის მთავარ მამოძრავებელ ძალად. კომისია არის პოლიტიკის და წინადადებების შემომთავაზებელი კომისიას აქვს უფლება წამოაყენოს ევროკავშირის განვითარების და წინსვლის ინიციატივები, ანუ დაგეგმოს ინტეგრაციის ახალი მიმართულებები. როგორც წესი, კომისია ფლობს ექსკლუზიურ უფლებას დაგეგმოს პოლიტიკა და შეიმუშაოს კანონპროექტები პირველი საყრდენის ქვეშ. კომისიას ასევე აქვს უფლება მეორე და მესამე საყრდენების ქვეშ შემოიტანოს კანონპროექტი მაგრამ ეს უფლება ძალზედ შეზღუდულია და, როგორც წესი, მისი გამოყენება ხდება სახელმწიფოებთან შეთანხმებით, რადგან, როგორც ცნობილია, ამ საყრდენების ქვეშ კანონმდებლობის წარმოება არ ხდება.კომისია ხშირად მიმართავს ექსპერტების რჩევას, იქნებიან ეს ექსპერტები სახელმწიფოებიდან, თუ სხვადასხვა პანევროპული, თუ ტრანსევროპული კავშირებისა და ორგანიზაციებისგან. ამ მიმართვას რამდენიმე ფორმა აქვს.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "ევროკომისია" в других словарях:

  • მართვა — ახალი ტერმინია, ის იმ უკვე კარგად ცნობილ მოვლენას აღნიშნავს, როცა პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მეტად არის ჩართული სხვადასხვა ქსელებში და გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულების პროცესები არ არის ცალსახად განაწილებული სახელმწიფოსა და… …   Georgian encyclopedia

  • ევროკავშირი — • ევროპის კავშირი შეიქმნა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (მაასტრიხტის ხელშეკრულება) საფუძველზე. მის ჩამოყალიბებამდე არსებობდა სამი განსხვავებული ევროპული თანამეგობრობა: ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ამჟამად ევროპული თანამეგობრობა),… …   Georgian encyclopedia

  • გენდერული მეინსტრიმინგი — • ქალთა და მამაკაცთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სისტემური ინტეგრაცია პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. სამი ძირითადი ჯგუფი შეიძლება გამოიყოს იმ სტრუქტურების,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»